მარია ზახაროვა - რუსეთს შეუძლია მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას

რუსეთს შეუძლია მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, - ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ასევე გაითვალისწინოს არსებული, დადგენილი ძალთა ბალანსი.

„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, - განაცხადა ზახაროვამ.

მანვე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებებია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება