გია ხუხაშვილი - „ხალხის ძალა“ თუ რაღაც რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესს ლაპარაკობს კობახიძე, მისი ყველა განცხადება რუსეთისთვის მაამებელია - მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ

„ხალხის ძალა“ თუ რაღაც რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესებს ლაპარაკობს კობახიძე, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ომში უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კობახიძის ყველა განცხადება არის რუსეთისთვის მაამებელი.

ირაკლი კობახიძე ხომ არ არის კომენტატორი, ფრონტიდან მოგვაწოდოს ცხელ-ცხელი ამბები. ის არის პოლიტიკოსი, მის ყველა განცხადებას პოლიტიკური განზომილება აქვს. როგორც პოლიტიკური განზომილება, მისი განცხადება აღქმული იქნა, როგორც რუსეთის გულშემატკივრობა. მის თავში რა უბედურება ტრიალებს, ძნელი სათქმელია.

კობახიძის ყველა განცხადება არის რუსეთისთვის მაამებელი. დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ, ვერცერთ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოღვაწეს, ქვეყანას, რომელიც კობახიძის გამონათქვამს ნორმალურად აღიქვამდა. ყველა მისი გამონათქვამი და ფრაზა მოიაზრება ამ კონტექსტში - მოსწონს, მხოლოდ პუტინს და ლავროვს. არ ვიცი რუსეთში რა ქულებს იწერს, ამ ყველაფერს რისთვის აკეთებს, 2-ოთახიანი ბინა უნდა აჩუქონ როსტოვში თუ რისთვის აკეთებს მე არ ვიცი. ფაქტია, რომ კობახიძე ამ ფრონტზე ინტენსიურად მუშაობს.

9 კაცი, რომ გაიყვანეს - ტრიოთი რომ დაიწყეს, მერე კვარტეტი, შემდეგ სულ გააძლიერეს და ახლა ნონეტად, რომ აქციეს „ხალხის ძალა“ თუ რაღაცა რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესებს ლაპარაკობს. მათ ფანტაზიაც, კი არ ჰყოფნით, ასე დაბეჯითებით რომ ილაპარაკონ რუსული იმპერიის ძლევამოსილებაზე, როგორც ამას კობახიძე აკეთებს. მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ექნება თუ არა კონკრეტული შედეგი, ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილს, განსაკუთრებით ევროპაში, უსმენენ და უჯერებენ კიდევაც.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილმა კარგი ნიშა იპოვა - „ილაპარაკოს ბევრი და არ გააკეთოს არაფერი“.

სალომე ზურაბიშვილი დღეს, დასავლეთში ბევრად უფრო მიღებული ფიგურაა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერი, პრაქტიკულად იზოლაციაში არიან. არის ეპიზოდური შეხვედრები, ვიზიტები. ღარიბაშვილი სად დაბლაყუნობს ხომ ხედავთ. ხან ემირატებში გაიქცევა, ხან სომხეთში გამოიქცევა, ეს არის მისი დიაპაზონი. მაღალი დონის ვიზიტები, ფაქტობრივად აღარ ხდება. ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლად მოგზაურობს და პროტოკოლიც რომ დაცული აქვს ბოლომდე, არის სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა კარგი ნიშა იპოვა, ვერბალურად ის სწორ განცხადებებს აკეთებს, სწორ პოზიციაზეა, დასავლეთთან და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან მიმართებაში კარგად იპრანჭება, მაგრამ რეალურ კონფრონტაციაში თავისი ქმედებებით ხელისუფლებასთან არ შედის. ეს არის მისი ნიშა“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია, ეს მას აძლევს პოლიტიკური ზეწოლის სერიოზულ საშუალებებს, მაგრამ ის თავს არ იტკივებს. ხუხაშვილის თქმით, იმისთვის საკმარისია ის, რომ ვიღაცას მოსწონს.

„ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველოში მას პრეზიდენტად არავინ არ აირჩევდა, ფაქტობრივად მისი არჩევა ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის კაპრიზი. პირდაპირ, რომ ვთქვათ ივანიშვილმა დანიშნა. სალომე ზურაბიშვილი არავის არ აურჩევია. ის ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის დროს ითხოვდა პრეზიდენტობას. მათ შორის, მეც მთხოვდა ამ საქმეში დავხმარებოდი. ის „ჩალიჩობდა“ მაშინაც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო. ბიძინას არ უნდოდა, მაინც და მაინც არ ეხატებოდა გულზე. შესაბამისად ამ ქალბატონმა ეს იცის და ამიტომ ფეხებს დააბაკუნებს, გაებუტება, მაგრამ ეს ვალდებულება მას კისერზე აწევს. შესაბამისად, ასეთი ნიშა იპოვა - ილაპარაკოს ბევრი და არ გააკეთოს არაფერი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა