უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გუშინ 106 რაკეტა ისროლა და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, აქედან 28 - Shahed-136 დრონების გამოყენებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, ისროლა 106 რაკეტა, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 32 S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და საჰაერო და საზღვაო ბაზირების 74 ფრთოსანი რაკეტა.

“აქედან 61 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს”, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის Shahed-136 დრონების გამოყენებით და უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს.

„ასევე, მტერმა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 90-ზე მეტჯერ დაბომბა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა