თეთრი სახლი - გაზაფხულზე რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გეგმავს

რუსეთი გაზაფხულზე, უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შეტევის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი, ზამთრის პერიოდში, უკრაინელების დასუსტებისა და საკუთარი ძალებისა და შეიარაღების აღდგენის ტაქტიკით ხელმძღვანელობს.

როგორც ჯონ კირბი აღნიშნავს, რუსეთი ცდილობს, საკუთარი ძალების მომარაგებასა და აღჭურვას გაზაფხულზე შეტევითი ოპერაციების განახლების მიზნით, ამიტომ აშშ და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნები ზრდიან სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების გეგმებს მომზადებული შეხვდნენ.

ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, განსაკუთრებით ბახმუტის გარშემო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა