მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთთან მოლაპარაკებები გამორიცხულია - მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია.

„პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ევროპაში ომს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დაასრულებს.

„მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში ომი არ დასრულდება და რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში“, - აცხადებს პოდოლიაკი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის