დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია - უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ უკრაინა „მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით უკვე წაგებულია“.

დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას ყველაზე კარგად საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება.

ხუნდაძის აზრით, საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა.

„რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია. ალბათ, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ამ ომში ან დასავლეთი იქნება გამარჯვებული, ან რუსეთი, ან ორივე. უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია. მას ერთი მხარე თავდასხმაში ამყოფებს, მეორე - თავდაცვაში, ქალაქები კი ინგრევა და მოსახლეობა ნადგურდება. ეს ორი მხარე, როცა იქნება და როგორც იქნება, დაზავდებიან და საკუთარ ინტერესებსაც გადაინაწილებენ. უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას კი ყველაზე უკეთ საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება.

საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა. უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, დანარჩენ ყველას კი მშვიდობისთვის და არა ომისთვის ზრუნვას“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!