გია ვოლსკი - თავისუფალია ხელოვნება  - სად ნახეთ დატყვევება?

თავისუფალია ხელოვნება, აბა რა! - სად ნახეთ დატყვევება? , - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

ვოლსკის თქმით, „ვიღაცამ მოიფიქრა აქცია - პერფორმანსის“ ჩატარდება, რადგან იფიქრა, რომ „ბევრი პოზიტივია“.

„თავისუფალია ხელოვნება, აბა, რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ე, მანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია -პერპორმანსი”,- წერს ვოლსკი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით ეროვნულ გალერეასთან დღეს აქცია - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ ჩატარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა