ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი უნდა გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მისი განკარგულებით, ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

„რუსული სისტემის ყველა ელემენტი, რომელიც ჩართულია ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში, გლობალური სისტემისგან იზოლირებული უნდა იყოს და ასეც იქნება!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს „რადიაციული შანტაჟისთვის“, რისთვისაც ის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებს.

„უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. დღეს მე პირადად მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აღადგენს ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა