ევროკავშირის ელჩი - მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, რათა გამოსავალი მოიძებნოს

მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, რათა გამოსავალი მოიძებნოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი იმ ვითარებამდე არ მივა, როცა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული.

„ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ველით, რომ შედეგი დადგეს. ამავდროულად, ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული ანგარიშებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყველა უფლება, მისი, როგორც დაცვის მხარის უფლება სასამართლოში, მისი, როგორც პატიმრის უფლებები, სრულად იყოს დაცული. ასევე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს საკითხი და ვითარება, სამწუხაროდ, ზრდის პოლარიზაციას საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასდროს მივალთ იმ მდგომარეობამდე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, კითხვაზე, აყენებს თუ არა ევროკავშირი საკითხს იმგვარად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ელჩმა აღნიშნა, რომ მსჯელობის პროცესში კანონის უზენაესობა და სამართლის მდგომარეობაც იქნება მხედველობაში მიღებული.

„გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული და მიღებული იქნება იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, მაგრამ ცხადია, წევრი ქვეყნები, ასევე, შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ საერთო პროგრესს, რაც შეეხება ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებთან დაახლოებას. ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, ვსაუბრობთ სამართალზე, ვსაუბრობთ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვსაუბრობთ მედიის დამოუკიდებლობაზე. ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული 27 წევრი ქვეყნის მიერ“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა