დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს - ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას

საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ, თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს - ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას, ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა ღირსების შელახვად არ უნდა უჯდებოდეს.

„ევროპა თუ ფოტიგად და კუბილიუსად დარჩა, მაშინ ჩვენ მასთან შესვლა გამოგვივა და არა ევროპაში. თუ მიშაა ევროპა, თუ ომი და უსამართლობაა ევროპა, მაშინ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. თუ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩემი, როგორც ქვეყნის ღირსება ილახება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მეორადი ქვეყნის სტატუსით ევროპაში შესვლა საქართველოს არ ეკადრება“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!