შალვა პაპუაშვილი - Credit Suisse-მა წელი ზარალით დაასრულა და მათი რეპუტაცია დაზიანებულია - სასამართლომ დაადასტურა, რომ ბანკი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, Credit Suisse-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბანკმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 17,5 მილიარდის ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეხებოდეს.

პაპუაშვილის თქმით, ის რაც ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, აბსოლუტურად გაუგებარია.

“ჩვენ ვიცით ის, რომ Credit Suisse-მა წელი ზარალით დაასრულა და ბევრი მიზეზის გამო მათი რეპუტაცია დაზიანებულია. რაც შეეხება რუსეთის საკითხს, ომს და ბიძინა ივანიშვილის საკითხს, ვერ ვხვდები ეს ერთმანეთთან რა კავშირშია? საბაბად და მიზეზად ბევრმა შეიძლება რაღაც თქვას... არის აბსოლუტურად გაუგებარი წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ვხედავთ - იყო რამდენიმე საქმე, რაც ივანიშვილისთვის წარმატებით დასრულდა და სასამართლომ დაადასტურა, რომ ბანკი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. სხვა ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რომ ბანკის მხრიდან არაკეთისინდისიერი ქცევა აშკარა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, 17.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის (დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა.

ამის შესახებ გაზეთი Tages-Anzeiger იტყობინება. წერილში ნათქვამია, რომ მთლიანობაში, შვეიცარიაში არსებული რუსული აქტივების ოდენობა, დაახლოებით 46 მილიარდი ფრანკია. Credit Suisse-ის ანგარიშებზე ყველა აქტივის მესამედზე მეტია გაყინული. ამასთან, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი - დაახლოებით 4 მილიარდი ეკუთვნის ევროპის კავშირის სანქციების სიაში მყოფ ადამიანებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა