გიორგი მუმლაძე - ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება, მისასალმებელია - რუსეთის გუბერნია ხდებით ან ვანო მერაბიშვილი, რომელს აირჩევდით?

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ღიად და საჯაროდ დაუპირისპირდება, მისასალმებელია. ასე უპასუხა მუმლაძემ კითხვას, არის თუ არა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის გამოჩენა.

როგორც მუმლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, საქართველო არ იმსახურებს „პრორუს ხელისუფლებას“.

„ამ აქტივობებს, რაღაც მომენტში შედეგი უნდა მოჰყვეს. შედეგი გაიზომება იმით, თუ რამდენად იქნება პროტესტი მზარდი და შემაწუხებელი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ღიად და საჯაროდ დაუპირისპირდება, ამ ისტორიულ მომენტში, ჩემთვის მისასალმებელია. რადგან საქართველო არ იმსახურებს ახლა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს რუსეთის გულშემატკივარია“ , - განაცხადა მუმლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა , თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომ „ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა - მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია“.

მუმლაძის შეფასებით, „ მედროვე ხალხისგან ასეთი განცხადებები, ცოტა სირცხვილია’.

„კალაძე პირდაპირ ამბობდა, რომ თუ კანდიდატის სტატუს არ მოგვცემენ, ამით არაფერი შეიცვლებაო. კალაძისთვის, ნამდვილად არაფერი შეიცვლება, რადგან მისი შვილები მილანში, როცა უნდათ, მაშინ ჩადიან. ჩვენს შვილებს კარგი ცხოვრება და განათლება რომ უნდათ, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ქვეყნისთვის სამარცხვინოა, როდესაც მინიმუმ 26 000 ადამიანი გარბის და ლტოლვილად ჩაბარებას ითხოვს. მოდით, შევეკითხოთ მათ, ვინც ქვეყნიდან გაიქცა, აწყობთ თუ არა კალაძე ხელისუფლებაში?

კალაძე, რომ ლაპარაკობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე ირონიით, ის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და ბენეფიტს იღებდა. მედროვე ხალხისგან ასეთი განცხადებები, ცოტა სირცხვილია“, - აღნიშნა მუმლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ჩადენილი დანაშაულები მას არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში“.

მუმლაძის თქმით, აბსურდია, როდესაც მორალურ განზომილებაზე საუბრობს ის ხალხი, ვინც ტერორისტულ სახელმწიფოს ღიად უჭერს მხარს .

„ბუჩაში და ირპენში გენოციდი, რომ მოაწყო და იმას გულშემატკივრობს ეს ხალხი და ჩემ მორალურ მხარეზე ლაპარაკობენ, ეს ხომ აბსურდია. ან მივდივართ ევროპისკენ ან რუსეთისკენ. არჩევანი რომ იყოს ან რუსეთის გუბერნია ხდებით ან ვანო მერაბიშვილი, რომელს აირჩევდით?“, - აღნიშნა მუმლაძემ.

ამასთან დაკავშირებით, წამყვანმა მუმლაძეს “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას განცხადება შეახსენა, რომ ვანო მერაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას აბრალებდა.

მუმლაძის თმით, რურუამ აღნიშნული განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ის შიდა პარტიულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გულშემატკივრობდა.

„2008 წელს წინააღმდეგობა არ გაწია? რეფორმები არ ჩაატარა? ამ რეჟიმმა არ დაიჭირა?

ეს განცხადება რურუამ იმიტომ გააკეთა, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერი იყო. მან მოიტყუა. ერთი ფაქტი, მაინც დაედო ვინმეს“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა