ვოლოდიმირ ზელენსკი - მივაღწიეთ მნიშვნელოვან ურთიერთგაგებას გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ტანკების მოწოდების დაჩქარების აუცილებლობასთან დაკავშირებით

უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს თანამედროვე საბრძოლო ავიაციის საკითხთან დაკავშირებით პოზიციები სრულად შეთანხმებული აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ბრიტანელ მეგობრებსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს დაწყებული სამუშაოსთვის, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში, მადლობა გადაუხადა.

“მივაღწიეთ მნიშვნელოვან ურთიერთგაგებას გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ტანკების მოწოდების დაჩქარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. გვაქვს კარგი შეთანხმება არტილერიისა და საბრძოლო მასალის შესახებ. სრულად გვესმის ერთმანეთის პოზიციები თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ბრიტანელ მეგობარს, მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრ სუნაკს იმ სამუშაოსთვის, რომელიც დაიწყო, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირას გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინას მარტში გადაეცემა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს