„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „გამა“ საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრს გახსნის

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამა“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ ბიზნეს ცენტრს გახსნის, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი, 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მიზნად ისახავდა მზიურის ბიზნეს ცენტრის აშენებას. ეს არის მაღალი კლასის საოფისე ფართები, რომელიც მზიურთან ახლოს, წყნარ და გამწვანებულ გარემოში იქნება მოქცეული. საოფისე ფართი ასევე მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს, კვების ზონას, საპარკინგე ადგილსა და გამწვანებულ ეზოს, რომელიც 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის საოფისე ფართის ქირაობის შემთხვევაში. A კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N2-ში მდებარეობს. საოფისე სივრცეები სრულად დააკმაყოფილებს A კლასის ბიზნეს ცენტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა „მზიურის“ ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბანკს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული პარტნიორებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ამჯერად ქალაქის ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატება, რომელიც მაღალი კლასის საოფისე ფართებს მოიცავს. ბიზნეს ცენტრში 1 200 ადამიანი შეძლებს კომფორტულ პირობებში მუშაობას. მისასალმებელია, რომ პროექტის განხორციელება დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, კომპანიას 70-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება