დიმიტრი პესკოვი - ნატო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა და ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს

კრემლში აცხადებენ, რომ ნატო ყოველდღიურად ავლენს თავის მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში.

„ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში”, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ელის, რომ შეხვედრაზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი განიხილება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება ხმელეთზე.

„როგორც ხედავთ, მიმდინარეობს დისკუსია თვითმფრინავების საკითხზე, მაგრამ ნება მომეცით დავამატო ორი რამ და ეს არის ის, რომ ერთი არის სიჩქარე, აქტუალობა. რადგან როგორი მოსაზრებაც არ უნდა არსებობდეს თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, ამას დრო დასჭირდება. რაც ახლა საჭიროა, არის უკრაინის მიმართ სასწრაფო მხარდაჭერა. ასე რომ, მთავარი პრიორიტეტი უზრუნველყოფაა, რომ მოკავშირეებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტექნიკის, საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები რაც შეიძლება მალე შეასრულონ, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს