მარკ მილი - რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო

რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინის სწრაფად დამარცხებას შეძლებდა, თუმცა შეცდა.

„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატო-ს ალიანსის დაშლა და დაუსჯელად მოქმედება - ის შეცდა. უკრაინა რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი. ნატო და ეს კოალიცია არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი და რუსეთი ახლა გლობალურად გარიყულია. მსოფლიო შთაგონებულია უკრაინული სიმამაცითა და გამძლეობით. მოკლედ, რუსეთმა წააგო - წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება