მამუკა ხაზარაძე - ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და რუსეთში, რათა ემიგრანტთა  მძლავრი გაერთიანება შევქმნათ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს სპეციალური პლატფორმის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ხაზარაძის თქმით, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება, რომლის თაობაზეც „ლელოს“ ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან „ლელო“ უკვე მუშაობს.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის 23%- მა დატოვა ქვეყანა. გამოკითხვების შედეგად საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე თავისი სამშობლოს დატოვებაზე - გაქცევაზე ფიქრობს. მეტიც, ყოველი მესამე ახალგაზრდაა, ვინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში და წასვლაზე ფიქრობს. სამწუხაროა - ეს არის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც შეუძლია შექმნას დოვლათი და ამ ქვეყნის მომავალი.

მე ჩემს გუნდთან ერთად სერიოზულად ვმუშაობ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება, რომელიც იქნება დაფუძნებული საქართველოში. ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან უკვე გვაქვს კავშირი და ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რუსეთში. ჩვენ უნდა შევქმნათ ემიგრანტთა - მუდმივმოქმედი გაერთიანება - ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნის და ტექნოლოგიების დანერგვის და ამ ადამიანების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით. ემიგრანტების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ემიგრანტების ჩართულობა იყოს და ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ.

მინდა მოგიწოდოთ ჩართულობისკენ, იმედი მაქვს, რომ გამოგვეხმაურებით, თქვენ საქართველოს ჭირდებით, ჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა, თქვენი განათლება და უნარები რათა ამ ქვეყანას ერთად მივხედოთ. ძალიან მალე გაგიზიარებთ ამ ინიციატივის შესახებ და ეს იქნება მძლავრი დასაწყისი იმ დიდი პროექტისა, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის მიმართვასაც „ლელო“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა