სალომე სამადაშვილი - დღეს ვნახავთ, რომ ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნოს

დღეს ვნახავთ, რომ მორიგ ჯერზე, ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტია - „სოციალისტური პარტია", მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, - ამის შესახებ ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა სცდება ერთ კერძო პრობლემას და გამოწვევას უქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად უწევთ მსჯელობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. მე არ ვიცი, საბოლოოდ გავა თუ არა შესწორება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, არის ნათელი გზავნილი ქართველი ხალხისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა, სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორის კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა