შალვა პაპუაშვილი - ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სანდრო გირგვლიანის და გელაშვილის საქმის გამო სააკაშვილი სასჯელს არ იმსახურებს? - როდესაც ხდება ამ საქმეების შეფუთვა ვენდეტად, გამოდის, ჩვენ უნდა გადავწეროთ ჩვენი ისტორია

ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა აღმოჩნდა, რომ არის სააკაშვილის მეგობარი და არა საქართველოს მეგობარი და აღმოჩნდა, რომ ისინი დადგნენ დამნაშავის მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. ეს არის ის რეალური სურათი, რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მისი თქმით, თამაშის ის წესები, რომელზეც ცალკეული ევროპარლამენტარები მიგვითითებენ, ნიშნავს საქართველოს ისტორიის გადაწერას, რადგან ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ვენდეტა და არა პასუხისგება იმ დანაშაულების გამო, რომელიც მას ჩადენილი აქვს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები დადგნენ არა მსხვერპლის, არამედ დამნაშავის მხარეს, რითაც დადასტურდა რომ არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები.

“რა თამაშის წესებზეა საუბარი? ჩვენ, დღეს ვნახეთ თამაშის რა წესებს გვთავაზობს ჯგუფი პოლიტიკოსებისა. ამ ტექსტში რაც წერია, თუ ეს არის წესი, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ეს არის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის. სიტყვა სიტყვით ასე ჩაწერეს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სანდრო გირგვლიანის გამო ის სასჯელს არ იმსახურებს? გელაშვილის საქმის გამო ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის სასჯელს არ იმსახურებს? სხვა საქმეები მიმდინარეობს და როდესაც ხდება ამ საქმეების შეფუთვა ვენდეტად და უნდათ, რომ ასეთი წესები მივიღოთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, უნდა გადავწეროთ და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ვიღაცის პირადი ვენდეტა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. საერთო ჯამში ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა აღმოჩნდა, რომ დადგნენ დამნაშავის მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. ეს არის არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ ის რეალური სურათი, რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს