ვოლოდიმირ ზელენსკი - გაზაფხულზე ნამდვილად უნდა იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ და არმიამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა გაზაფხულზე იგრძნობოდეს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისკენ მიდის.

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ გაზაფხულზე ნამდვილად იგრძნობოდეს, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის. ეს ეხება ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადებას, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას და ჩვენს სტრატეგიულ ინიციატივას ომში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს.

„რუსეთის მხრიდან ინიციატივის ხელახლა აღების მცდელობა უნდა აღიკვეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთში სულ უფრო ნაკლები იყოს სურვილი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ქვეშ შენარჩუნების. ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მიზანი, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა