უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთ რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს.

"პოლტავას ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დავრჩეთ თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - დაწერა მან „ტელეგრამში“.

კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

"ყურადღება! სარაკეტო თავდასხმის საშიშროება გაიზარდა! ისმის აფეთქების ხმები! დარჩით თავშესაფარში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დეტალები მოგვიანებით", - განაცხადა მალეცკიმ.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ მოსახლეობას დაბომბვის საფრთხის გამო თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ლვოვის ოლქის მაცხოვრებლებო, რეალური საფრთხე არსებობს. გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - განაცხადა კოზიცკიმ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს