ანა დოლიძე - ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ფასების ზრდასთან დაკავშირებით

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ბოლო დღეებში ადამიანთა გაფიცვის ფაქტებს გამოეხმაურა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ეს არის მოქალაქეების მცდელობა, გაუმკლავდნენ ფასების ზრდით გამოწვეულ სირთულეებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ანა დოლიძემ ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ზომები ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

„უკვე მერამდენე გაფიცვა მოხდა საქართველოში, პროფესია პროფესიაზე იფიცება და ითხოვს ანაზღაურების გაზრდას. ეს არის მოქალაქეების მცდელობა, გაუმკლავდნენ იმ რთულ ვითარებას, რომელიც ფასების ზრდამ გამოიწვია. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების აქტიური ქმედება ფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუ მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები დგამენ ნაბიჯებს ინფლაციასთან მიმართებით, მით უფრო აქვს ჩვენს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ზომები ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ეს სირაქლემას პოზიცია, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავია, არის უპასუხისმგებლობა. თუ ხელისუფლება არ მიმართავს ზომებს ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ წინაშე იქნება სოციალური კრიზისი, რომელსაც სამოქალაქო ჯგუფები თავად გაუმკლავდებიან. ეს არის ბევრად უფრო სასურველი შედეგი, ვიდრე შედეგი, რომელსაც მთავრობის აქტიური ქმედებით მივიღებთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ