გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. მისი თქმით, ეს არის იმ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გასულ წელს ჰქონდა, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განხილვის წინა პერიოდში პოლიტიკური ნიშნით იჭერდა ადამიანებს.

„ერთი ერთში რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება", ზუსტად არის ის სტრატეგია, რაც მას ჰქონდა გასულ წელს. იღებდა კანონებს, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. იჭერდა და პოლიტიკურ პატიმრებს სვამდა ციხეში იმისთვის, რომ არ მოეცათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გაგახსენებთ, შარშან მიიღეს მოსმენების კანონი, არ გვისმენენ? რამეში სჭირდებოდათ ეს კანონი? ერთადერთი, რაშიც ეს კანონი სჭირდებოდათ მათ, იყო ის, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ევროკავშირში შევიდეთ. „ქართული ოცნება" ამ კანონს, დაფინანსებებთან დაკავშირებით, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, შეასრულონ დავალება, რომელიც მიღებული აქვთ მოსკოვიდან. სამწუხარო რეალობა არის ეს“, -განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა