პაატა მანჯგალაძე - ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე - კალაძეს როცა უნდა, თმას მილანში იჭრის, მაგრამ მოქალაქემ რა ქნას, რომელიც „ოცნებამ“ რუსული ჭაობისთვის გაიმეტა?!

ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე - კალაძეს როცა უნდა თმას მილანში იჭრის და კომოს ტბაზე ისვენებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა გააკეთოს, რომელიც "ოცნებამ" რუსული ჭაობისთვის და სიღარიბისთვის გაიმეტა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს და აღნიშნა, რომ ევროპელების გზავნილი მარტივია - თუ ევროპაში სურს ქვეყანას, ევროპული წესებით უნდა იმოქმედოს.

„ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. კობახიძემ თქვა უზენაესი საბჭო გაგვახსენა ამან საბჭოთა კავშირისო, მეორე სპიკერი თალაკვაძე საუბრობდა ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო, ძალიან აჭრილი და არეულია მათი სასაუბრო მესიჯბოქსი. არადა ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი - თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპულად მოქცევა, აი, ამას ითხოვენ, რომ ადამიანი არ იქნას მოკლული საპატიმროში იმის გამო, რომ არ მოსწონს ვიღაცას და ადამიანი, რომელსაც აქვს არაფორმალური გავლენა, იყოს სანქცირებული. რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვისმენ, ამ განცხადებების შემდეგ, სამწუხაროდ, ზეზვა და მზია უფრო ევროპელი გამოდის ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი - მას ევროპა ისედაც აქვს, თმას მილანში შეიჭრის, კომოს ტბაზე დაისვენებს, ევროპულად იმოსება და ევროპული მანქანით დადის, დოლარები უყვარს და ევროები, რომელსაც ევროპაში ინახავს, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა გააკეთოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჭაობისთვის და სიღარიბისთვის გაიმეტა?!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება