ელენე ხოშტარია - ხელისუფლების განცხადებები არ მიკვირს, მომავალში უარესი იქნება - ეს არის უღირსი, რუსული ხელისუფლება

ხან კალაძე გამოვა, ხან კობახიძე და გვეუბნებიან, რომ მათ არჩევანი დასავლეთი არ არის - ეს არის უღირსი, რუსული ხელისუფლება, - ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ მიღებული რეზოლუციის თაობაზე მმართველი გუნდის შეფასებებს.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები გასაკვირი არაა და მომავალში „უარესი იქნება“.

„ხელისუფლება არის რუსული. ქართული საზოგადოების არჩევანი კი არის დასავლური, ევროპული, თავისუფალი. ეს მოცემულობა გვაქვს. ხან კალაძე გამოვა, ხან კობახიძე და გვეუბნებიან, რომ მათი არჩევანი დასავლეთი არ არის, მხარს არ უჭერენ უკრაინას, ჩვენს გმირებს უპირისპირდებიან. ეს არის უღირსი, რუსული ხელისუფლება. მათი განცხადებები არ მიკვირს და შემდეგ უარესი იქნება. მთავარი არის, როგორ ვკონსოლიდირდებით, რათა რუსულ უმცირესობას მიტაცებული ხელისუფლება გამოვტაცოთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც დასავლეთს უპირისპირდები, მას ძალიან ბევრი ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციების.

„მსოფლიოში დარჩა რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომელიც ასეთ უგუნურ, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს. ხან რაზე უპირისპირდება დასავლეთს, ხან - რაზე. ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება ვაჭრობის საგანი იყოს, რომ უნდა გაუშვა და იმკურნალოს, ეს ჭეშმარიტებაა და ელემენტარული ადამიანობა სჭირდება, ევროპა კი არა. როდესაც ასე უპირისპირდები დასავლეთს, დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციები და მნიშვნელოვანია, რომ ეს დღის წესრიგში ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად დადგეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა