ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება - უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, ჩანს, რომ იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, არ ექვემდებარებიან

აბსურდულობის მსგავსი ხარისხის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი შეშურდებოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ განაცხადა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უნგრელი ევროპარლამენტარები იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, არ ექვემდებარებიან.

„ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსურდულობის მსგავსი ხარისხის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი შეშურდებოდა. უკვე მესამე შემთხვევაა, ევროპარლამენტი წარმოუდგენლად აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს. არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია ევროპულ კომისიასა და ევროსაბჭოს არ გაუზიარებიათ.

როდესაც ევროპარლამენტარები ქართულ სახელმწიფოს ესხმიან თავს, ჩვენ მისი დაცვა გვჭირდება. როდესაც ევროპარლამენტის ჩანაწერები სიცრუეზეა აგებული, ეს მათი მხრიდან ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ცალსახა თავდასხმაა.

უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, არ ექვემდებარებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ „ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები