ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ევროკავშირს მაშინ აქვს ფასი, როცა იქ სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი მედია დაცულია - ჩვენს მოქალაქეებს ასეთი ევროკავშირის წევრობა უნდა!

ჩვენთვის ევროკავშირს მაშინ აქვს ფასი, როცა ევროკავშირში სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი მედია დაცულია - ჩვენს მოქალაქეებს ასეთი ევროკავშირის წევრობა უნდა! - ეს განცხადება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, "თუ ვიღაც გვეუბნება, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს, თუ საქართველოში უარს ვიტყვით სამართლის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიაზე და ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობას" დავაბრუნებთ, ეს მსჯელობა მიუღებელია".

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა შემთხვევაში არც ევროკომისიას და არც ევროპულ საბჭოს ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციები არ გაუზიარებია. მან იმედი გამოთქვა, რომ არც ახალი რეზოლუცია იქნება გაზიარებული.

"ეს არის მესამე შემთხვევა. იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერები აბსურდულია, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს - აქვს ნულოვანი ფასი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები.

თურმე სააკაშვილი ციხეში ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის სიძულვილის გამო. სააკაშვილს ვინ შეეხვეწა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო?! როგორც თავად თქვა, ეს აგენტების მიერ დაიგეგმა. როცა რეზოლუცია აბსურდულია, მასზე კომენტარი არ ღირს.

ევროპარლამენტმა ეს მესამედ გააკეთა - მესამე აბსურდული რეზოლუცია მიიღო, თუმცა არც ერთი წინა რეზოლუცია არ გაიზიარეს ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ. გადამწყვეტია სწორედ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიცია. დარწმუნებული ვარ, ასეთ აბსურდებს არც მომავალში გაუწევენ ანგარიშს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ინტერესია და ვინც ამ ინტერესს აკოორდინირებს, მათ სერიოზული გავლენა აქვთ ევროპულ სტრუქტურებზე - ამ შემთხვევაში კი, ევროპარლამენტზე.

"ასეთი რაღაცები მარტივად ლაგდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. აქ ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობა არაფერ შუაშია, მან თავად განაცხადა, რომ როცა სასწორზე დგას მისი პირადი კეთილდღეობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ის ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა და მიანიჭებს ქვეყნის ინტერესებს - ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია და სამართლის უზენაესობა ერთმანეთთან არის კოლიზიაში, წინააღმდეგობაში, რასაც ვერ გავიზიარებთ. მადლობა ღმერთს, ამას არ იზიარებს არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ჩვენთვის ასეთი დილემა კატეგორიულად მიუღებელია - როცა ერთ მხარეს ვიღაც აყენებს ევროინტეგრაციას და მეორე მხარეს სამართლის უზენაესობას, ეს დილემა პრინციპულად მიუღებელია", - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს