საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა.
სემეკის ცნობით, ახალი რეგულაცია ინვესტორების მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომას უზრუნველყოფს და ასევე, ინვესტორებს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯებსა და ვადების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს.
„განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები.
ახალი რეგულაციის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (არაუმეტეს 18 თვე) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"