შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს გაბრიელა ჰაინრიხს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან გაბრიელა ჰაინრიხთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ. აგრეთვე, მიმოიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ განიხილა უკრაინისადმი საქართველოს მიერ გაწეული პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

„გერმანული მხარის ინტერესის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

გაბრიელა ჰაინრიხმა გამოხატა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა