გიორგი ნონიაშვილი - ხელისუფლება ომში რუსეთის პროგრესზე საუბრით თავის „ჩაწოლისა და გატრუნვის“ პოლიტიკას ამართლებს -  „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ, სხვა პარტიები „ერთ ფაფაში მოხარშონ“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან ომში რუსეთის პროგრესზე საუბრით თავის „ჩაწოლისა და გატრუნვის“ საგარეო პოლიტიკას ამართლებს.

ასევე, როგორც გიორგი ნონიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებზე წინ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს აყენებს.

ბიძინა ივანიშვილის კერძო დავა ნებისმიერ კომპანიასთან, მათ შორის „კრედიტ სუისთან“, სახელმწიფოსა და მის ინტერესებს არ უნდა ეხებოდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზე უფრო წინ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს აყენებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დავის გამო ევროპას ესხმოდნენ თავს. არ მგონია, რომ ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას წერტილი დაესმება. ისინი ამ ქვეყნის მომავალს ფუნდამენტურად არასწორად უყურებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს ხელისუფლება უკრაინის მხარეს არ დამდგარა და რიგ შემთხვევებში, მეორე მხარეს გულშემატკივრობდა. საუბრობდნენ რუსეთის პროგრესზე და ამით საკუთარ ჩაწოლისა და გატრუნვის საგარეო პოლიტიკას ამართლებდნენ.

ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს ორივე მოედანზე ითამაშოს. საზოგადოებრივ კვლევებში ჩანს, რომ როდესაც საზოგადოება თავს უსუსურად და უიმედოდ გრძნობს, ეს ამ ხელისუფლებას აძლიერებს. მივიჩნევ, რომ სახელმწიფოს ანტიდასავლურმა პოლიტიკამ საზოგადოებაზე იმუშავა და ეს ერთ-ერთი მიზეზია ქვეყნიდან მასშტაბური გადინების. დღეს საზოგადოებას სრული უიმედობა და დეპრესია აქვს“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციას უკეთესი ცხოვრებისთვის კონსოლიდირებული და მკაფიო ალტერნატივა იმიტომ არ აქვს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად არასწორი პოლიტიკური სტრატეგია აირჩია.

გარდა ამისა, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესღაც მოდერნისტული პოლიტიკური პარტია იყო, მაგრამ დღეს თაკო ჩარკვიანისა და გუბაზ სანიკიძის პარტიაა“.

„ოპოზიცია მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, თუ საზოგადოება მათში უკეთესი ცხოვრების ალტერნატივას დაინახავს. კონსოლიდირებული და მკაფიო ალტერნატივა იმიტომ არ არსებობს, რომ ოპოზიციამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად არასწორი პოლიტიკური სტრატეგია აირჩია. მაგალითად, 2019 წელს ოპოზიცია ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა არის. ეს კვლევებშიც ჩანდა. ხელისუფლების რეიტინგიც მნიშვნელოვნად დაცემული იყო. „გავრილოვის ღამისა“ და შემოდგომის შემდეგ ხელისუფლებას კოლოსალური ძალის დახარჯვა უწევდა იმისთვის, რომ აქციები დაეშალა. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ როგორღაც რეაბილიტაცია მოახერხა და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ეკისრება.

მიუხედავად ამისა, მივიჩნევ, რომ პროტესტი, ათკაციანი იქნება ეს თუ ოცკაციანი, ყოველთვის ლეგიტიმურია. პროტესტის დროს უფრო მნიშვნელოვანი შინაარსია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი პროტესტების შინაარსი ჩემთვის არის ის, რომ ეს პარტია ახლა კიდევ უფრო რეტროგრადული ძალაა, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ოდესღაც მოდერნისტული იყო, მაგრამ დღეს თაკო ჩარკვიანისა და გუბაზ სანიკიძის პარტიაა. სპიკერები მეტყველებენ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია პარტია“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ამასთანავე, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ, ყველა სხვა პოლიტიკური აქტორი „ერთ ფაფაში მოხარშონ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები სხვა ოპოზიციური პარტიების იმიჯსაც აზიანებს. „ქართული ოცნება“ და ეს თავკომბალა ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ, რომ სხვა პოლიტიკური აქტორები ერთ ფაფაში მოხარშონ. დღეს „ევროპული საქართველოც“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ბევრად უფრო დისტანცირებულად ჩანან „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვიდრე 2-3 წლის წინ. მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი იდენტობა ჰქონდეს“, - აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა