ჯანდაცვის მინისტრი - საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული, რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა

დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით - ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობაა.

„ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ და შეიძლება რებრენდინგზე ვიფიქროთ, რათა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული. რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!