ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება

რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და რუსული სარაკეტო დარტყმებისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია.

„რაც უფრო დიდხანს გრძელდება ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, მით უფრო დიდი დესტრუქციულობა შეაქვს კრემლს რუხ ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რაც უფრო ხმამაღლა ითქმოდა, რომ უკრაინას ლოდინი სჭირდება, ვიდრე ნატოს ღია კარში შესვლის უფლებას მისცემენ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა რუსეთის პოლიტიკა. რაც უფრო გრძელი იყო ყირიმთან დაკავშირებით სიჩუმე, მით უფრო ძლიერი ხდებოდა რუსული რევანშიზმი… ახლა ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება.

როგორც გასულ წელს, დაუყოვნებლივ ქმედებას გთავაზობთ. მაგრამ წინა წლისგან განსხვავებით, უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მაქვს - ჩვენი მიღწევები… ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწის გათავისუფლება და ამის 1 891 მტკიცებულება არსებობს. რუსული ოკუპაციისგან სწორედ ამდენი სოფლის, ქალაქის გავათავისუფლება უკვე შევძელით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის გამარჯვების, ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის შესვლის ალტერნატივები არ არსებობს.

„ამიტომ რუსული აგრესიის საბოლოოდ მოშორების ალტერნატივაც არ იქნება, ასევე მიწისა და ხალხის გათავისუფლების, რადგან ყოველი ჩვენი ქალაქი ან სოფელი - ეს ხალხია, რომელიც ტყვეობაშია. ადამიანები არ შეიძლება კომპრომისის საკითხი იყონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა