გიგი წერეთელი მარგველაშვილის განცხადებაზე - თუ რუსეთთან იქნები, ის დახმარებას მოგთხოვს არა მხოლოდ სიტყვით და რებუსებით, არამედ პირდაპირ და გადაჭრით

არ მგონია, მარველაშვილს ეთქვა, „მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება“, მაგრამ თუკი შენ რუსეთის მხარეს აქტიურად დაიჭერ და ის მოგიგდებს ხელში, როგორც თავის ორბიტაზე მბრუნავს და მასთან გვერდით მყოფს მოგიაზრებს, მაშინ ყველაფერს მოგთხოვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, არ იცის მარგველაშვილმა ეს განცხადება რა კონტექსტში გააკეთა, მაგრამ „თუ რუსეთთან იქნები, ის დახმარებას მოგთხოვს, არა მხოლოდ სიტყვით, არა მხოლოდ რებუსებით, არამედ პირდაპირ და გადაჭრით“.

„ყოველთვის, როცა მათ [მმართველი გუნდის] საწინააღმდეგოდ არის რამე, ის ყოველთვის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. თუკი სხვამ რაიმე თქვა, რაღაცნაირად იყენებენ, მერე ამის ტირაჟირება ხდება. ეს იქნება მეოთხე პრეზიდენტი, მეხუთე თუ მესამე. პრეზიდენტობის რიგითობას მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქმე მოწინააღმდეგეს ეხება, მათთვის ყველა განცხადება მიუღებელია. მე არ ვიცი მარგველაშვილის განცხადების კონტექსტი და როგორ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს რომ დააბრალო, რომ ის არ არის პატრიოტი, ქვეყანა არ უყვარს და ქართული არმიის საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს, ყოფილი მთავარსარდალი რაიმე საწინააღმდეგო ან შეურაცხმყოფელს განცხადებას გააკეთებს, მე უბრალოდ ამას ვერ დავიჯერებ.

აქ თუ საუბარია რაღაც საფრთხეზე - თეორიულ ყველანაირ საფრთხეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც რაღაც სცენარს წარმოიდგენ. თუ ასე განვითარდა მოვლენები, რომ საქართველო ბელარუსივით შევიდა პრაქტიკულად რუსეთის შემადგენლობაში, მაშინ თუ რუსეთთან ხარ ის ყველაფერს მოგთხოვს. მეორეა ახლა შენ რას გააკეთებ და როგორ წინააღმდეგობას გაუწევ და რანაირად შეძლებ ლავირებას,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობებს, როგორც „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ბოლომდე ბრძოლაზე გადავიდა, იმიტომ, რომ იციან, დასავლეთი საქართველოს ხელს არ უშვებს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს სადამდეც „გაუვათ“, ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაც საბოლოო ჯამში, რუსული სტილია.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, მმართველი გუნდის დასავლეთთან ბრძოლა არის იმ ვაჭრობის ნაწილი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საფრთხე არ დაემუქროს და მისი დასანქცირება არ მოხდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პრაქტიკულად დასავლეთის იგნორირება მოახდინოს, მკვეთრი დაპირისპირების ფაზაში გადავიდეს და ნახოს, გამოცადოს სადამდე მივა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ სადღაც მაინც იციან, რომ დასავლეთი საქართველოს ხელს არ უშვებს. დაახლოებით ასეთია „შენ ჩხუბობ, მაგრამ იცი, რომ შეიძლება შენმა ოპონენტმა, მტერმა იარაღი არ გესროლოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ყოველი კადრის გავრცელებით, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.

„ხელისუფლებამ რამდენი კადრიც გამოუშვა, კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება პოლიტიკურ წრეებშიც და მედიაშიც. ხან CNN-ში არის საუბარი, ხან BBC-ში. პრაქტიკულად, ყველა მათი ნაბიჯი, გარდა იმისა, რომ აცხადებენ, რომ ხან სიმულირებს, ხან უნდა ჭამოს და ა.შ., მათთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია,“ - აღნიშნა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმაროს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და უკრაინაში იომონ“.

მარგველაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სირცხვილია, რომ ამ კაცს სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი ერქვა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა