ემანუელ მაკრონი - არ მჯერა, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილება რაიმეს გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ მიიჩნევს, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილება პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„არ მჯერა, რომ რეჟიმის შეცვლა რაიმეს გამოიწვევს. როცა მესმის, რომ ბევრი ადამიანი მხარს უჭერს რეჟიმის შეცვლას, ვკითხულობ: რით შეიცვალოს? ვინ არის შემდეგი? ვინ არის შენი ლიდერი? გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბევრ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა, რომლებიც წარუმატებელი იყო“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია უკრაინის დახმარება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, ხოლო რუსეთში ცვლილებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს ბოლომდე არ გადაუხარშავს ცივი ომის დასრულების შედეგები, რუსეთმა კი, ბოლომდე ვერ გადახარშა ის ფაქტი, რომ ის იმპერია აღარ არის.

„ცხადია, ამ აგრესიის გამომწვევი მიზეზი არის გეოპოლიტიკური დომინანტური აკვიატება. რუსეთს ჰქონდა დაბალი მშპ და დემოგრაფიული ვითარების დაქვეითება, მაგრამ ამავე დროს იყო უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში უზარმაზარი საზღვრებით და ის იყო არჩევანის წინაშე - ფსონი მის მომავალზე დაედო ევროპასთან შეერთებით, ან იმპერიის ოცნებას დაბრუნებოდა და მან აირჩია ეს უკანასკნელი“, - განაცხადა მაკრონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა