უკრაინის გენშტაბი - რუსი ოკუპანტები შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებენ

რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები სამი ოლქის 20 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

„ჩვენმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპიპივკასა და კრემენაიას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილიევკას, რაზდოლოვკას, პარასკოვიევკას, ბერხოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, ჩასოვ-იარის, ვესელეს, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და ვუჰლედართან მოიგერიეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ასევე, უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები ხარკოვის ოლქის გრიანიკოვკასა და სინკოვკას დასახლებებთან მოიგერიეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა