აშშ - უკრაინაში „ვაგნერის“ 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ან დაშავდა

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 000-ზე მეტი წევრი დაიღუპა ან დაშავდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 9 000 დაღუპულს მოიცავს.

მისივე განმარტებით, „ვაგნერის“ მებრძოლების დაახლოებით ნახევარი დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ დაიღუპა და დაღუპულთა დაახლოებით, 90%-ი რუსეთის ციხეებიდან გაყვანილი მსჯავრდებულები იყვნენ.

„ისინი თავიანთ ახალწვეულებს, ძირითადად მსჯავრდებულებს, საზარბაზნე ხორცივით ექცევიან, ხორცსაკეპ მანქანაში აგდებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ციხეებიდან გამოყარეს და ბრძოლის ველზე მოისროლეს ყოველგვარი წვრთნისა და აღჭურვის გარეშე”,- აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ „ვაგნერმა“ დიდი დანაკარგები განიცადა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის დაძაბულ ბრძოლაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს