პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა აღინიშნა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

„შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას შეეხო. ასევე, აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!