საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ფერმერები, სამცხე-ჯავახეთიდან და მიმდებარე რეგიონებიდან ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ჩემპიონატის სოფელში ქართული პროდუქტით წარდგნენ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა აქვთ.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში ფერმერებს შეუძლიათ, რომ მათი წარმოებული პროდუქტი მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებსა და მონაწილეებს გააცნონ. ასევე შუძლიათ პროდუქტის რეალიზება და პროდუქტის ცნობადობის გაზრდა. სტენდთან ყოველდღე სხვადასხვა ფერმერი იქნება, შესაბამისად, სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ, ყოველდღე ახალი პროდუქტი დააგემოვნონ და შეიძინონ,“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"