კოკა კაციტაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები გააცნო.

კოკა კაციტაძემ სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორის (The General Inspectorate of Security Forces (GIBS) საქმიანობის გაცნობის და მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთის ტრანზიციის მხარდაჭერის პროგრამაში (Czech Transition Promotion Program) სამართალდაცვით სფეროს მიკუთვნებულ შესაბამის სამომავლო პროექტებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის გზებზე ისაუბრეს.

კოკა კაციტაძემ ელჩს სამომავალო თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

კოკა კაციტაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები გააცნო.

კოკა კაციტაძემ სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორის (The General Inspectorate of Security Forces (GIBS) საქმიანობის გაცნობის და მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთის ტრანზიციის მხარდაჭერის პროგრამაში (Czech Transition Promotion Program) სამართალდაცვით სფეროს მიკუთვნებულ შესაბამის სამომავლო პროექტებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის გზებზე ისაუბრეს.

კოკა კაციტაძემ ელჩს სამომავალო თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა