ფრიდონ ინჯია - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

ის, რაც მოხდა 2008 წელს, რეპეტიცია იყო იმასთან შედარებით, რაც დღეს მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისეთი მდგომარეობა იქნებოდა, როგორიც ახლა უკრაინის ბევრ ქალაქშია, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებამ მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.

„იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ამ ომში ჩაგვრთავს, აჟღერებს ზუსტად ის ხალხი, ვინც 2008 წელს ყველაფერი ეს წამოიწყო. საზოგადოებას სჭირდება ჭეშმარიტება. პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. არის სხვადასხვა კომისიების და მათ შორის, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, საზოგადოებაში არის სხვადასხვა ხედვა ამ მხრივ. შეიძლებოდა თუ არა ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება? რას ურჩევდნენ და მიუთითებდნენ სააკაშვილს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები? ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში? ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა და რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ? უფლებამოსილი პირების გარდა ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში და რატომ დავტოვეთ ახალგორი, რატომ დავტოვეთ დაჭრილები და მიცვალებულები ბრძოლის ველზე, ვინ აგებს ამაზე პასუხს?“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ფრიდონ ინჯია - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

ის, რაც მოხდა 2008 წელს, რეპეტიცია იყო იმასთან შედარებით, რაც დღეს მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისეთი მდგომარეობა იქნებოდა, როგორიც ახლა უკრაინის ბევრ ქალაქშია, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებამ მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.

„იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ამ ომში ჩაგვრთავს, აჟღერებს ზუსტად ის ხალხი, ვინც 2008 წელს ყველაფერი ეს წამოიწყო. საზოგადოებას სჭირდება ჭეშმარიტება. პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. არის სხვადასხვა კომისიების და მათ შორის, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, საზოგადოებაში არის სხვადასხვა ხედვა ამ მხრივ. შეიძლებოდა თუ არა ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება? რას ურჩევდნენ და მიუთითებდნენ სააკაშვილს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები? ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში? ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა და რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ? უფლებამოსილი პირების გარდა ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში და რატომ დავტოვეთ ახალგორი, რატომ დავტოვეთ დაჭრილები და მიცვალებულები ბრძოლის ველზე, ვინ აგებს ამაზე პასუხს?“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა