რასა იუკნევიჩიენემ შეხვედრაზე პირად საუბრებში გვითხრა, რომ რუსული, პუტინის კანონებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს შეეხო.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების შესახებ ყველამ კარგად იცის.
„ქალბატონმა რასამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 12 პუნქტი არ სრულდება, “ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციის გზაზე დამატებითი ბარიერები შემოაქვს, როგორიცაა ახალი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა პირად საუბრებში გვითხრა, რომ რუსული, პუტინის კანონებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ მოხერხდება და რომ 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე წინსვლა არ არის.
მიუხედავად “ქართული ოცნების” ანტიევროპული ქმედებებისა, ქალბატონი რასა ამბობს, რომ ევროპარლამენტში ყველამ კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის ევროინტეგრაციის მომხრე და ყველაფერს გააკეთებენ ევროპული გზისთვის,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"