დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 143 მილიონი ლარით გაიზარდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 143 მილიონი ლარით გაიზარდა და დღეს 1 მილიარდ 775 მილიონი ლარით განისაზღვრა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 143 მილიონი ლარით გაიზარდა და დღეს 1 მილიარდ 775 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელი პროგრამები უფრო მეტად ეფექტიანი გახდება და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. გაძლიერდება და გაფართოვდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების, დასუფთავების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის დამატებით ახალ ინფრასტრუქტურულ და კეთილმოწყობის პროექტებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და რაიონის გამგეობები განახორციელებენ. გაზრდილი და პრიორიტეტების მიხედვით განაწილებული ბიუჯეტი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დედაქალაქის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და კომფორტის უზრუნველყოფას ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა