სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად გმობს“ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან".

ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება