19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ბადრი ესებუას საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან თანხას ითხოვდა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს კიდევ რამდენიმე ათეული მოწმე ჰყავს, რომლებიც ეტაპობრივად წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

,,დაიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები. დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს ხელისუფლების გავლენიანი პირი ამ შემთხვევაში იყო პოლიციის უფროსი, რომელიც მას დაუკავშირდა. მას მოსთხოვა უშუალოდ თანხა 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხას“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის