გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად წნორის პარკის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

წნორში, ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 997 156 ლარს შეადგენს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ქალაქ წნორის სარეკრეაციო ზონის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში აშენდა ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყო გარე განათების და წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

აქტიურად მიმდინარეობს 1 ჰა- ზე გაშენებული სარეკრეაციო ზონის გამწვანების სამუშაოები.

პროექტის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკური საქმიანობით ყველაზე აქტიურ ქალაქ წნორში, ადგილმდებარეობისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოს შექმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის