საქართველოში ევროკავშირის ელჩი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება - უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის შესახებ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე.

პაველ ჯერჩინსკის განცხადებით, ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში.

„უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა.

უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა.

გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება.

ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს.

უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს.

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული.

ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!,“ - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს