ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

„ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.

ცესკოს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკოს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას.

რაც შეეხება ცესკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე - 12-ს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.

29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს