26 თებერვალს, 11:00 საათზე, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599726565
26 თებერვალს, 12:00 საათზე რუსთავში ,,ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" მხარდაჭერით ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრები ,,ქალები ევროპული მომავლისთვის" პროექტის ფარგლებში მორიგ შეხვედრას გამართავენ.
მის: რუსთავი, რუსთაველის ქ.30ა
საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591051601
26 თებერვალს, 13:00 საათზე, ორი სტუდენტური ორგანიზაციის ELSA Tbilisi-ისა და ISIE-ის ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიება - სამართლის კონგრესი იმართება, რომლის ფარგლებშიც მოწვეულნი იქნებიან საქართველოში მოქმედი წამყვანი იურიდიული ფირმები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიებას დაესწრებიან სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა იურისტები.
მის: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა N2.
საკონტაქტო პირი: ანი დათუაშვილი 557-24-51-00
26 თებერვალს, 14:00 საათზე, კურორტ საირმეში, „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლაბორის“ ორგანიზებით, გაფიცულ დასაქმებულთა მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.
თემა: „გაფიცულები ითხოვენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას, სამართლიან ხელფასს, ხელფასის ყოველწლიურ ინდექსაციას საქსტატის მონაცემების მიხედვით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ჰიგიენურ-სანიტარული სტანდარტების დაცვას, საწარმოს ტექნიკურად გამართვას“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"