თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მღვდელმსახურების საფუძვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა, ლიდერობს „ბიბლიური თავისუფლება“

მღვდელმსახურების საფუძვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა, ლიდერობს „ბიბლიური თავისუფლება" - ისინი [„ბიბლიური თავისუფლების“ დამფუძნებლები] გაწბილდნენ, რადგან ვეღარ მოხდება იმ ხვრელის გამოყენება, რომლითაც სარგებლობდნენ,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ.

მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის 50 ლარის სანაცვლოდ ჯარის თავიდან არიდების შეთავაზება, ამ ადამიანებსა და სახელმწიფოს დაცინვაა.

„მღვდელმსახურება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველია, სხვა უამრავი საფუძვლებიც არსებობს, თუმცა რატომ შევჩერდით ამაზე - ამ საფუძვლით გადავადების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა. ლიდერობს "ბიბლიური თავისუფლება". არავინ მალავს, რომ ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზის ხელოვნურად გამოყენება, რათა ახალგაზრდებისთვის 50 ლარის სანაცვლოდ ჯარის არიდება შეეთავაზებინათ. ვფიქრობთ, ეს არის სახელმწიფოს და იმ ადამიანების დაცინვა, ვისაც ამას სთავაზობენ, ასევე სხვა რელიგიური კონფესიებისთვისაც, ვინაიდან ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვისაუბრეთ იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ამ გადავადებით ისარგებლეს, თუმცა ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ როგორც ფილოსოფიური, ასევე სხვა რაიმე კავშირი, რაც განსაზღვრული ჰქონდათ "ბიბლიური თავისუფლების" დამფუძნებელ მამებს. ბოლო საკომიტეტო განხილვებზე თუ სამუშაო შეხვედრებზე ისტერია იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გაწბილდნენ, რადგან ვეღარ მოხდება იმ ხვრელის გამოყენება, რომლითაც სარგებლობდნენ“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. “თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან