19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

იაგო ხვიჩია - მოვითხოვ ქუჩაში გამოხვიდეთ, 11 მარტს აქციაზე ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს - სახელმწიფოს გასარკვევი არ არის, რა არის რელიგია, სინოდმა აღიარა "ბიბლიური თავისუფლება" რელიგიად

გამოდით ქუჩაში, თორემ სახეს გაგაძრობენ, ნუ იქნებით მონა - კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, ქუჩაში გამოხვიდეთ , - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჯარის რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, 11 მარტს „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.

„ერთადერთი ქართულ ჯარ გავლილი პარლამენტარი იყო ჰერმან საბო, ჰერმან საბომ ჯარში ისროლა 9 ტყვია და წელიწადნახევარი გაატარა „ვიშკაზე“. 2025 წლამდე, მაისიდან ადამიანებს გაიწვევენ „ვიშკაზე“ და წარმოიდგინეთ ის კომისრები, რომლებიც აქამდე იყვნენ გამწარებულები იმით, ხუთჯერ რომ მიუტანა ვიღაცამ „ბიბლიური თავისუფლების“ საბუთი და რომ ემუქრებოდა „აი, თქვენ ახლა ჯარში წაგიყვანთ, დედას გიტირებთო“, მაგ გინების აღსრულებას დაიწყებენ და ამიტომ გამოდით ქუჩაში, თორემ სახეს გაგაძრობენ, ნუ იქნებით მონა, მონა არ იმსახურებს პატივისცემას, მონების დედაც ვატირე. მე კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, რომ ქუჩაში გამოხვიდეთ...

11 მარტს აქცია გვაქვს და ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს, არა მხოლოდ წვევამდელებს, მათ ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, დედებს, ძმებს, დებს და ყველას იმიტომ, რომ დასაცავია თქვენი ოჯახის წევრები, ყურებში წაავლებენ ხელს და წაასხამენ მონად ცოტა ხანში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, სახელმწიფო „გირჩს“ ებრძვის, რადგან „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმების შემთხვევაში პარტია თვეში 20 000 ლარს დაკარგავს.

„ჩვენ დაახლოებით თვეში 20 ათასი ლარი გამოგვდიოდა. წარმოიდგინეთ თვეში 20 ათას ლარზე გვებრძვიან იმის გამო, რომ იციან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია. ჩვენ გვებრძვიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის „ბიბლიური თავისუფლება“ არის თუ არა რელიგია, რადგან ის უკვე წმინდა სინოდმა რელიგიად აღიარა.

„სახელმწიფოს გასარკვევი არ არის რა არის რელიგია და რა არა, წმინდა სინოდმა მაღიარა მე რელიგიად, როცა თქვეს, რომ ზიარების და ჯვრისწერის უფლებას არ მისცემდნენ „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს, მანდ თქვეს, რომ რელიგია ვართ. რელიგია არის თუ არა ამის გარკვევასთან არაფერ შუაშია არც მიშა სარჯველაძე და არც რომელიმე სხვა ოპონენტი, ერთადერთ, ვისაც ამის განმარტების კომპეტენცია გააჩნია, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წმინდა სინოდი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა